Accentnews.ge
რუსეთში 40 000 რუბლით დააჯარიმეს პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის "სიმპათიური ახალგაზრდა" უწოდა

რუსეთში 40 000 რუბლით დააჯარიმეს პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის "სიმპათიური ახალგაზრდა" უწოდა

19/04/2023 09:53:40 მსოფლიო

რუსეთში 70 წლის პენსიონერი ოლგა სლეგინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნათქვამი კომპლიმენტისთვის "ჯარის დისკრედიტაციის" მუხლით გაასამართლეს და 40 000 რუბლით დააჯარიმეს. როგორც რუსული ადამიანის უფლებადა ცენტრი "მემორიალი" წერს, მოსმენა 5 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

პენსიონერმა სანატორიუმის სასადილო ოთახში სხვა დამსვენებლებთან საუბრის დროს თქვა, რომ "ზელენსკი სიმპათიური ახალგაზრდაა, კარგი იუმორის გრძნობით, მის ხუმრობებზე ყველა იცინის".

27 დეკემბერს ღამით სლეგინას ოთახში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი მივიდა, აჩვენა "რაღაც დოკუმენტი" და თქვა, რომ პოლიციას ჩვენებით სამმა პირმა მიმართა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალმა ზელენსკი შეაქო. პენსიონერმა კაცს უთხრა, რომ საუბარი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის გარეგნობას ეხებოდა.

პენსიონერი დამსვენებლების თვალწინ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც "მემორიალი"ს თქმით, ვერ წაიკითხა, რადგან სათვალის გარეშე იყო. უფლებათა ცენტრი ამბობს, რომ ოქმში შეცვლილია ქალის სიტყვები და წერია, რომ ის ყვიროდა "დიდება უკრაინას" და რომ "გამოთქვა უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S