Accentnews.ge
უნგრეთმა უკრაინის საკვები პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააფართოვა

უნგრეთმა უკრაინის საკვები პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააფართოვა

19/04/2023 09:49:33 მსოფლიო

უნგრეთმა გააფართოვა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტზე დაწესებული დროებითი აკრძალვა, რომელიც ამჟამად მოიცავს თაფლს, ღვინოს, პურს, შაქარს და ხორცის პროდუქტებისა და ბოსტნეულის სპექტრს.

აკრძალული საქონლის სია მოტანილია მთავრობის ბრძანებაში, მას მერე, რაც ბუდაპეშტმა გამოაცხადა, რომ დროებით წყვეტს მარცვლეულის, ზეთის თესლის და სხვა ტიპის პროდუქციის იმპორტს.

ბოლო დღეებში პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალეს მარცვლეულის და კვების სხვა პროდუქტების იმპორტი უკრაინიდან, რომელიც ეომება იქ შეჭრილ რუსეთს. ეს მოხდს მას მერე, რაც ფასების ვარდნამ ადგილობრივი ფერმერების პროტესტი გამოიწვია. მოელიან, რომ 19 აპრილს ანალოგიური განცხადებით გამოვა ბულგარეთიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S