
ქართული ბაზარი წელს 19-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა
13/11/2019 12:15:51 ეკონომიკა
არასაბანკო საფინანსო სექტორი წელს 19-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა, –იუწყება "პირველი არხი".
თუ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული, დღეისთვის მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა.
უმეტესობას რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით გაუუქმდა.
მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით 8 ნოემბერს გაუქმდა, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ოქეი“. დაწყებულია კომპანიის ლიკვიდაცია, ლიკვიდატორად კი, გიორგი ნაროუშვილი დაინიშნა.