Accentnews.ge
2023 წელს ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო გახდება

2023 წელს ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო გახდება

19/04/2023 08:44:58 მსოფლიო

გაეროს განცხადებით, მიმდინარე წელს ინდოეთის მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის სამი მილიონით გადააჭარბებს ჩინეთისას და ინდოეთი გახდება მსოფლიოში ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო.

მისი ცნობით, წლის შუა პერიოდში ინდოეთის მოსახლეობა გაუტოლდება 1.4286 მილიარდ ადამიანს, ჩინეთის - 1.4257 მილიარდს.

ჩინეთის მოსახლეობა შარშან შემცირდა, პირველად 1960 წლის შემდეგ - მაშინ მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა შიმშილს, მაო ძედუნის სოფლის მეურნეობის კატასტროფული პოლიტიკის შედეგად. პეკინმა 2016 წელს უარყო 1980-იან წლებში შემოღებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი შვილის ყოლის თაობაზე და წყვილებს სამი შვილის გაჩენის უფლება მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S