მედია – რუსეთი ახორციელებს დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან
19/04/2023 08:41:53 მსოფლიო
რუსეთი ახორციელებს დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან, – იუწყება „ნიუ იორკ თაიმსი“.
გამოცემის ცნობით, საგადასახადო და სავაჭრო მაღალჩინოსნებმა შენიშნეს ჩიპების და სხვა ელექტრონული კომპონენტების გაყიდვების ზრდა რუსეთში სომხეთის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გავლით.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ და მისი მოკავშირეები იბრძვიან, რათა იარაღის სისტემებისთვის, უპილოტო თვითმფრინავებისა და ტანკებისთვის საჭირო ჩიპები რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.


