უკრაინაში ფრონტზე უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი დაიღუპა
19/04/2023 08:37:57 მსოფლიო
უკრაინაში ფრონტზე უმაღლესი რადის ექს-დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ოლეგ ბარნა დაიღუპა, - იუწყება უკრაინული არმიის თავდაცვის ძალების პრეს-სამსახური.
ბარნა სერჟანტის წოდებით ყუმბარმტყორცნელთა იმ დანაყოფის მეთაურად მსახურობდა, რომელიც ბახმუტის მიდამოებში იბრძვის.
55 წლის პოლიტიკოსი 1990 წელს მონაწილეობდა შიმშლობის სტუდენტურ აქციაში კომპარტიის ქონების ნაციონალიზაციის აქტივიზაციისა და მრავალპარტიულ საფუძველზე ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდა ასევე სოციალურ პროტესტებში, "ნარინჯისფერ რევოლუციაში”, 2013-2014 წლების მაიდანის მოვლენებში.


