პუბლიცისტი ალექსანდრე არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს
19/04/2023 08:28:11 პოლიტიკა
რუსი პუბლიცისტი ალექსანდრე არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ იგი ფეისბუქში იუწყება.
პუბლიცისტის ინფორმაციით, მას დიდხანს ჰკითხავდნენ, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ საქართველში არ შემოუშვებდნენ და რომ იგივე თვითმფრინავით იქნებოდა დეპორტირებული. მიზეზები არ განუმარტავთ.
არხანგელსკი თბილისში დოკუმენტურ ფილმ "შიმშილის" პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა, რომლის ერთ-ერთი თანაავტორიც თავადაა.
პუბლიცისტი ამბობს, რომ ღონისძიებას დისტანციურად მაინც დაესწრება.
თბილისში ჩამოფრენამდე არხანგელსკი რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლიდან გაათავისუფლეს.


