Accentnews.ge
სუდანში ჩარჩენილი ქართველი პილოტები: "ბრძოლები მიდის აეროპორტისთვის, ჩვენი თვითმფრინავი, მგონი, უნდა გადარჩეს"

სუდანში ჩარჩენილი ქართველი პილოტები: "ბრძოლები მიდის აეროპორტისთვის, ჩვენი თვითმფრინავი, მგონი, უნდა გადარჩეს"

19/04/2023 07:59:32 საზოგადოება

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებების მიმდინარეობის გამო საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა კვლავ ვერ ხერხდება. ქვეყანაში ჩარჩენილ ქართველებს შორის არიან ავიაკომპანიების "ჯეო სქაისა" და "მაი ვეის" თანამშრომლები.

ავიაკომპანია "მაი ვეის" პილოტი მამუკა მარკოზაშვილი, რომელიც სუდანში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ ახლა ბრძლები მიდის აეროპორტისთვის, რადგან ქვეყანაში შესვლის და გამოსვლის ერთადერთი სტრატეგიული წერტილი სწორედ აეროპორტია:

„ყველა მხრიდან ბომბავენ, უტევენ. არავითარი მორატორიუმი, დილის 05:30-დან დაიწყეს სროლები. ახლა მიდის ბრძოლა აეროპორტისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში აეროპორტს. არ არის განვითარებული სახმელეთო გზები, რკინიგზა საერთოდ არა აქვთ. ძირითადი კარიბჭე ამ ქვეყანაში, რომ შემოხვიდე და გახვიდე არის აეროპორტი. ეპიცენტრი ბრძოლის არის ჩემს თვითმფრინავამდე კილომეტრ ნახევარი. თუ შემთხვევითი რაღაც არ მოხდა, მე მგონი უნდა გადარჩეს. პილონები აქვს დამაგრებული და იმით ბომბავენ".

"ჯეო სქაის" ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ ხომალდში საწვავი არის და დაახლოებით 3 საათი დასჭირდება ეკიპაჟს, რომ აეროპორტში თვითმფრინავამდე მივიდეს და გამოფრინდეს., მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან:

„საღამოს კიდევ მოხერხდა მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება, ამ ეტაპზე უკვე მაგ მხრივ, როგორც სასმელი წყალი ასევე საკვების დეფიციტი არ აქვთ შეიძლება ითქვას რომ რამდენიმე დღის სამყოფი აქვთ. რამდენიმე დღეს ვგულისხმობ 3-4 დღეზე მეტს. როგორც კი ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვიდასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და გამოცხადებულია ვთქვათ 24 საათი იქნება 12 თუ რა დროც როდესაც შეთანხმდება მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპში ჩვენ მზად ვართ უმოკლეს დღეში დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია. 40 წუთში რეისი გვქონდა ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე საჰაერო ხომალდში საწვავი არის საჰაერო ხომალდი ყველანაირად გამართული იყო იმ მომენტისთვის, ალბათ 3 საათი უნდა იყოს საკმარისი იმ მომენტიდან, როდესაც ეკიპაჟი და ხალხი მივა საჰაერო ხომალდთან“.

ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების – 2 600-მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S