უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდნენ
19/04/2023 07:27:24 მსოფლიო
უკრანისა და პოლონეთის მთავრობები ვარშავაში გამართულ მოლაპარაკებებზე პოლონეთის ტერიტორიის გავლით უკრაინული მარცვლელულის ტრანზიტის განახლებაზე შეთანხმდნენ. ტრანზიტი 22 აპრილიდან განახლება.
15 აპრილს პოლონეთმა და უნგრეთმა გამოაცხადეს, რომ დროებით, სულ მცირე, 30 ივნისამდე კრძალავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით საკვები პროდუქტის, კერძო ხილისა და ბოსტნეულის, ღვინის, საქონლისა და ხბოს ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და რძის პროდუქტების იმპორტს. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს "მოქალაქეების ინტერესების დაცვით" ახსნა, უნგრეთმა - "ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის აუცილებლობით".
გადაწყვეტილებადაგმო ევროკომისიამ და მათი დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.
17 აპრილს სლოვაკეთის ხელისუფლებამაც შეაჩერა უკრაინიდან მარცვლეულის და რიგი საკვები პროდუქტების იმპორტი.
2022 წლის მაისში ევროკავშირმა უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას მისი ეკონომიკის მხარსადაჭერად ერთი წლით გააუქმა იმპორტზე გადასახადი და კვოტები. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების გავლით გაიგზავნებოდა შემდგომ მომხმარებლებზე, მათ შორის აზიასა და აფრიკაში. თუმცა, რეალურად, გამოჩნდა რომ დიდი რაოდენობით უკრაინული პროდუქცია პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში რჩებოდა.
გადასახადების გაუქმების გამო იაფი უკრაინული პროდუქციის შედინებამ განაპირობა ის, რომ მკვეთრად შემცირდა ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობა. ამან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების, მათ შორის პოლონეთისა და უნგრეთის ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია.


