სტოლტენბერგი - რუსეთი ბირთვული რიტორიკით ვერ დაგვაშინებს
19/04/2023 07:03:55 მსოფლიო
დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებაზე, მიუხედავად იმ მუქარისა, რომელიც კრემლიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მოდის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ალიანსის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთი ისწრაფვის უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემისთვის ძირის გამოთხრისკენ იარაღის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირებით, დარღვევით ან მათზე უარის თქმით.
„ეს უპასუხისმგებლო ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მოკავშირეებს უარი ათქმევინოს უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ეს მცდელობები არ იმუშავებს, იმიტომ რომ ვერ დაგვაშინებს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.


