
ღარიბაშვილი - ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს
19/04/2023 06:47:17 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს.
მისი თქმით, ეზიდ მოქალაქეებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.
„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – „აიდა სარსალეს“. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში. მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემეირის მისალოც ტექსტში.