Accentnews.ge
მედია – რას გეგმავს რუსეთი დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში

მედია – რას გეგმავს რუსეთი დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში

19/04/2023 06:43:47 მსოფლიო

რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს, – იუწყება დასავლური მედია.

დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების მიხედვით, რუსეთს ქარის ელექტროსადგურებისა და ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანების გეგმა აქვს.

გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ რუსეთს ჩრდილოეთის ზღვაში დისლოცირებული ჰყავს სათევზაო გემებად შენიღბული ჯაშუში ხომალდები, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს სწავლობენ და საბოტაჟის გეგმას ადგენენ.

როგორც ჟურნალისტებს დანიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა განუცხადა, რუსეთი ამ გეგმას დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში აამოქმედებს.

დასავლური მედიის ცნობით, რუსული გემები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვესაც გადაადგილდებიან.

მისი ინფორმაციით, რუსეთის გემების ფარული საქმიანობის შესახებ ლონდონი ინფორმირებულია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S