Accentnews.ge
უკრაინა – ოდესაში მტრის 12 "დრონიდან" 10 ჩამოვაგდეთ

უკრაინა – ოდესაში მტრის 12 "დრონიდან" 10 ჩამოვაგდეთ

19/04/2023 05:47:15 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 12 დრონი (Shahed-136/131). სარდლობის ცნობით, ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედროებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, არ გავრცელებულა.

18 აპრილს, საღამოს და ღამით, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებსაც. უკრაინის ხელისუფლების და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეში ჩამოაგდეს 7, ხოლო დნეპროპეტროვსკში - 1 დრონი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S