
PosTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის
18/04/2023 17:44:54 საზოგადოება
პროსახელისუფლებო PosTV-დან გათავისუფლებული სოფია კაჭარავა შალვა რამიშვილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.
ჟურნალისტის თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.
კაჭარავა დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო.
"განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
სოფია კაჭარავამ 2 კვირის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ სამსახურიდან 7-9 მარტის აქციების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.