უკრაინაში ინვესტიციების დროს იაპონია პირველი დაფარავს სამხედრო რისკებს
18/04/2023 17:08:48 მსოფლიო
იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ინვესტიციების დროს სამხედრო რისკების დასაფარად 23 მილიონი დოლარი გამოყო,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შმიგალის თქმით, იაპონიის მთავრობა წვლილს შეიტანს მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტოს (MIGA - ed) ფონდში, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ბანკის ჯგუფს. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, „ბევრად გაუადვილდეს“ კერძო უცხოური ინვესტიციების დაბრუნება.
14 აპრილს უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ ხელი მოაწერეს 400 მილიონი დოლარის საგრანტო ხელშეკრულებას. თანხები მოხმარდება ომის შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.


