Accentnews.ge
ნავალნის სისხლის სამართლის ახალ საქმეს უმზადებენ

ნავალნის სისხლის სამართლის ახალ საქმეს უმზადებენ

18/04/2023 14:23:16 მსოფლიო

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეს აღძრავენ კოლონიის საქმიანობის დეზორგანიზაციის ბრალდებით. საბაბი შეიძლება, გახდეს ოპოზიციონერის რეაქცია კოლონიის თანამშრომელთა მხრიდან პროვოკაციაზე,– იუწყება ნავალნის ადვოკატი ვადიმ კობზევი.

კობზევის თქმით, ნავალნის სადამსჯელო იზოლატორში კვლავ შეუსახლეს მეზობელი, რომელსაც ჰიგიენის პრობლემები აქვს: „საკანში ისეთი სუნი იდგა, რომ მასში შესვლა შეუძლებელი იყო. ნავალნიმ უარი თქვა საკანში შესვლაზე“.

ის აღნიშნავს, რომ ყოველივე მომხდარი დაფიქსირებულია ვიდეორეგისტრატორის მიერ.

ნავალნიმ თქვა, რომ თუკი მას აიძულებენ საკანში შესვლას, მაშინ ის „ციხის წესების მიხედვით“ ძალას გამოიყენებს თანამესაკნის წინააღმდეგ. კოლონიის თანამშრომლები თავიდან ემუქრებოდნენ პოლიტიკოსს, შემდეგ გამოიძახეს „რეაგირების ჯგუფი ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებში“ და ის საკანში შეათრიეს. ამასთან, ნავალნის მუხლი დაარტყეს ფეხებშუა, თუმცა ის წინააღმდეგობას არ უწევდა სამართალდამცველებს.

როგორც ირწმუნებიან, ნავალნი თანამესაკნეს ქეჩოში სწვდა და შესასვლელისკენ წაათრია. ამის შემდეგ რეაგირების ჯგუფმა პოლიტიკოსი კედელთან მოიმწყვდია, კოლონიის ხელმძღვანელობამ კი მას გამოუცხადა, რომ ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება კოლონიის მუშაობის დეზორგანიზაციის ბრალდებით. ეს მუხლი ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნავალნის ინტენსიურად გზავნიან სადამსჯელო იზოლატორში მიზეზის დაუსახელებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S