Accentnews.ge
სასამართლომ ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა

18/04/2023 14:16:15 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინიტრო ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დაღვევას ედავებოდა რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს.

ზურაბ ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტის შენობასთან, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. 31 მარტის სასამართლო სხდომა კი რომელიც განაჩენის გამოუცხადებლად დასრულდა 15 საათს გაგრძელდა.

როგორც ზურა ვარდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ, ის გადაწყვეტილებას, ვარადაუდოდ, გაასაჩივრებს.

2 მარტს ანალოგიური ბრალდებით დააკავეს „ტაბულის“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც, გადაწყვეტილება მის საქმეზე ხვალ გამოცხადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S