
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ სკოლაში შესვლის უფლება ექნებათ
18/04/2023 12:18:19 საზოგადოება
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ სკოლაში შესვლის უფლება ექნებათ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბუნებრივია ეს პროცესი იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად რომეიც ახლა მიმდინარეობს და არის ძალიან მასშტაბური, 800 სკოლის მშენებლობა -რეაბილიტაცია, ჩვენ ეტაპობრივად ყოველწლიურად მოვახდენთ აღნიშნული ვადის გადაწევას, რაც ვფიქრობთ ყველაზე სამართლიანი გზაგასაყარი [სასკოლო ასაკისთვის] არის 31 დეკემბერი“,- აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, ეს სკაითხი მშობლებისთვის არის ნაბაყოფლობითი და მათ თავად შეუძლიათ გადაწყვეტონ ბავშვი შეიყვანონ სკოლაში თუ დატოვონ საბავშვო ბაღში.