
ეროვნული ბანკი – მარტში უცხოეთიდან საქართველოში $438 მილიონი გადმორიცხეს
18/04/2023 11:49:22 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მარტში საქართველოში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია.
გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 224 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 43 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. გზავნილების ეს მოცულობა წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.
პირველი 10 ქვეყნის მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე ნაწილდება:
1. რუსეთის ფედერაცია - $224 მლნ, მატება წინა წელთან 728%2.
იტალია - $43 მლნ, მატება წინა წელთან 20%
3. აშშ - $36 მლნ, მატება წინა წელთან 40%
4. საბერძნეთი - $20 მლნ, მატება წინა წელთან 3%5.
ისრაელი - $19 მლნ, მატება წინა წელთან 10%
6. გერმანია - $18 მლნ, მატება წინა წელთან 55%
7. ყაზახეთი - $17 მლნ, მატება წინა წელთან 131%
8. თურქეთი - $10 მლნ, მატება წინა წელთან 22%
9. ყირგიზეთი - $6 მლნ, მატება წინა წელთან 165%
10. ესპანეთი - $4.9 მლნ, მატება წინა წელთან 5%
2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7%-ით მეტია.