მერკელს გერმანიის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა
18/04/2023 09:02:47 მსოფლიო
ანგელა მერკელს გერმანიის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა.
პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 17 აპრილს მერკელს გადასცა ორდენი "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" და დიდი ჯვარი – ოთხი ვადით კანცლერობისას მიღწევებისთვის.
"16 წლის განმავლობაში თქვენ გერმანიას ემსახურეთ მიზანსწრაფულობითა და სიბრძნით. 16 ხანგრძლივი წლის განმავლობაში მუშაობდით მშვიდობისთვის და დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის", - მიმართა შტაინმაიერმა მერკელს.


