ზელენსკი - უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 2 235 ადამიანი დააბრუნა
18/04/2023 07:02:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ ტყვეობიდან 2000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა.
„24 თებერვლიდან უკრაინამ რუსუთის ტყვეობიდან 2 235 უკრაინელი მამაკაცი და ქალი დააბრუნა. ყველა გვახსოვს, ყველა მათგანს დავაბრუნებთ“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტყვეების სააღდგომო გაცვლის შედეგად, უკრაინამ 130 სამხედრო მოსამსახურე გამოიხსნა.


