Accentnews.ge
აშშ 40 ჩინელ პოლიციელს უკანონო დევნაში ადანაშაულებს

აშშ 40 ჩინელ პოლიციელს უკანონო დევნაში ადანაშაულებს

18/04/2023 06:17:03 მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა 40 ჩინელ პოლიციელს საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ–ში მცხოვრები ჩინელი პოლიტიკური აქტივისტების უკანონო დევნაში. უწყების ცნობით, არსებობს ტრანსნაციონალური რეპრესიული ქსელი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება იყენებს დისიდენტების დევნისთვის.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელებმა სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელი დისიდენტების დისკრედიტაციას ახდენდნენ. ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობდა ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან და მათი დახმარებით ცდილობდა დისიდენტების მედია პლატფორმებზე წვდომის დაბლოკვას. მათ ასევე დაიქირავეს აშშ-ის სხვა მოქალაქეები, მათ შორის ჯაშუშობისთვის.

როგორც ნიუ–იურკის პოლიციის სპიკერმა ბრეონ პისმა თქვა, 34 ბრალდებული ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს წევრია და მიეკუთვნებიან "სპეციალური პროექტის 912 სამუშაო ჯგუფს" – ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოების განყოფილებას, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩინელ ოპოზიციონერებს სხვა ქვეყნებში.

ამასთან, ორშაბათს ორი ადამიანი დააკავეს შეერთებულ შტატებში, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნიუ-იორკში ჩინეთის საიდუმლო პოლიციის განყოფილების შექმნაში.

მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს გააჩნიათ ნახევრად ლეგალური პოლიციის ოფისების ფართო ქსელი მსოფლიოს სულ მცირე 53 ქვეყანაში. ისინი ჩართული არიან ამ ქვეყნებში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების თვალთვალში, რიგ შემთხვევებში მათი შევიწროებაში, შანტაჟსა და სამშობლოში დაბრუნებაში.

ოფიციალური პეკინი არ უარყოფს თავისი პოლიციის დანაყოფების არსებობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ამტკიცებს, რომ ისინი ეხმარებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინელებს - მაგალითად, ახალი დოკუმენტების მოპოვებაში და ძველის განახლებაში, როგორიცაა მართვის მოწმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S