
ჯანმო - Covid 19-ის ახალი შტამი Arcturus უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა
18/04/2023 06:02:38 საზოგადოება
მსოფლიოში Covid 19-ის ახალი შტამი - Arcturus იგივე XBB.1.16 გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა და ის ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ინდოეთში ვრცელდება და ამ დროისთვის ქვეყანაში მისი 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
Arcturus ვარიანტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები სახელდება.