Accentnews.ge
კრემლი – პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

კრემლი – პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

18/04/2023 05:55:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორამციას კრემლი ავრცელებს ოფიციალურ.

"პუტინმა სამხედრო დაჯგუფება „დნეპრის“ შტაბში ანგარიშები მოისმინა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ტეპლინსკის, დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩისა და სხვა მეთაურებისგან", – აცხადებენ კრემლში.

მისი ცნობით, პუტინი ლუგანსკის ოლქშიც იმყოფებოდა.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციიდან გაურკვეველია, როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

19 მარტს კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა. უკრაინის დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსეთმა 2022 წლის მაისში დაიპყრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S