Accentnews.ge
ბორელი - სუდანში ევროკავშირის ელჩს რეზიდენციაში დაესხნენ თავს

ბორელი - სუდანში ევროკავშირის ელჩს რეზიდენციაში დაესხნენ თავს

18/04/2023 05:40:38 მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟიზეფ ბორელი აცხადებს, რომ სუდანში ბლოკის ელჩს ხარტუმში, თავის სახლში დაესხნენ თავს.

"რამდენიმე საათის წინ სუდანში ევროკავშირის ელჩს მის რეზიდენციაში დაესხნენ თავს. დიპლომატიური ობიექტების და თანამშრომლების უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებაა", - წერს ბორელი, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

სუდანში ევროკავშირის ელჩი ირლანდიელი დიპლომატი, 58 წლის აიდან ო'ჰარა არის. ევროკავშირის პრეს–მდივანმა ნაბილა მასრალიმ სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადა, რომ იგი "ამჟამად კარგადაა".

მისი თქმით, ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო "ევროკავშირის დელეგაციის ევაკუაცია არ მომხდარა. მიმდინარეობს უსაფრთხოების ზომების შეფასება".

16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე. "ფრანს-პრესის" ცნობით, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფს შორის ბრძოლას სამ დღეში ემსხვერპლა 200-მდე ადამიანი, დაჭრილია 1800-მდე პირი.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში 30-მდე ქართველიც არის ჩარჩენილი და მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S