Accentnews.ge
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰოკეიში –  საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰოკეიში – საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა

17/04/2023 19:12:01 საზოგადოება

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეორე ტურში საქართველოს გუნდმა ისრაელის ნაკრები დამაჯერებლად 7:3 (1:2 3:1 3:0) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია. ორი ტურის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ხორვატიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

19 აპრილი, 21:30 | ესპანეთი – საქართველო

21 აპრილი, 18:00 | საქართველო – ხორვატია

22 აპრილი, 14:30 | ავსტრალია – საქართველო

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S