The New York Times – ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას 25 აპრილს წარადგენს
17/04/2023 18:29:11 მსოფლიო
The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას 25 აპრილს გამოაცხადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ NBC-სთან ინტერვიუში 10 აპრილს განაცხადა.
დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, თუმცა სამართლებრივად ეს ვერ დაამტკიცა.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის – პოლიციელი.


