Accentnews.ge
ჯოზეფ ბორელი და ბრიჯიტ ბრინკი – რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებიც მზად არიან, გადაზიდონ უკრაინული მარცვლეული

ჯოზეფ ბორელი და ბრიჯიტ ბრინკი – რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებიც მზად არიან, გადაზიდონ უკრაინული მარცვლეული

17/04/2023 17:28:15 მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისა და უკრაინაში აშშ-ის ელჩ ბრიჯიტ ბრინკის თქმით, რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებიც მზად არიან, გადაზიდონ უკრაინული მარცვლეული.

„რუსეთი ისევ ახდენს შავ ზღვაში 50 ხომალდის ბლოკირებას, რომლებიც დატვირთულები არიან სასწრაფოდ აუცილებელი მარცვლეულით. ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს და გააგრძელებს უკრაინული ექსპორტის მხარდაჭერას „სოლიდარობის დერეფნებით“, რომლებითაც მსოფლიომ უკვე მიიღო 25 მილიარდი ტონა მარცვლეული“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ანალოგიური განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა უკრაინაში აშშ-ის ელჩმაც. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, რუსეთმა მარცვლეულით დატვირთული ხომალდები ბოსფორის სრუტეში დაბლოკა.

„რუსეთი შეთანხმების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის მოგუდვას და სურსათის ნაკადრი შენელებას ცდილობს“, – წერს ამერიკელი დიპლომატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S