Accentnews.ge
რუსეთში აშშ-ის ელჩს WSJ-ს დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლება მისცეს

რუსეთში აშშ-ის ელჩს WSJ-ს დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლება მისცეს

17/04/2023 17:24:15 მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩმა ლინ ტრეისიმ დღეს The Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტი ევან ჰერშკოვიჩი მოინახულა. ამის უფლება მას დღეს პირველად მიეცა.

"დღეს მოვინახულე WSJ-ს კორესპონდენტი ევან ჰერშკოვიჩს ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. პირველად მოგვეცა წვდომა მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ [რუსეთს] მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", - წერს აშშ–ის საელჩო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S