Eurostat – ევროკავშირის მიერ უკრაინელებისთვის გაცემული დროებითი თავშესაფრის ნებართვების რაოდენობა შემცირდა
17/04/2023 15:34:16 მსოფლიო
ევროკავშირის სტატისტიკური ინსტიტუტის Eurostat–ს მონაცემებით, ბლოკის მიერ უკრაინელებისთვის გაცემული დროებითი თავშესაფრის ნებართვების რაოდენობა 2023 წლის თებერვალში შემცირდა.
Eurostat–ს ცნობით, 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მოქალაქეებზე 4 მილიონზე მეტი ნებართვა გასცეს. თუმცა მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, უკრაინელთა შედინება ბლოკში იკლებს. კერძოდ, ევროკავშირის 26 სახელმწიფოდან 19-ში უკრაინის მოქალაქეებზე გაცემულ ნებართვათა რაოდენობის შემცირება ფიქსირდება.


