Accentnews.ge
ლატვია რუსეთის 10 მოქალაქეს, რომელიც ვლადიმერ კარა-მურზას  განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდა, სანქციებს უწესებს

ლატვია რუსეთის 10 მოქალაქეს, რომელიც ვლადიმერ კარა-მურზას განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდა, სანქციებს უწესებს

17/04/2023 13:08:21 მსოფლიო

ლატვიამ სანქციები დაუწესა 10 რუს მაღალჩინოსანს, რომელიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში წერს.

„ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინაღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები“, - წერს ედგარს რინკევიჩმა.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარა-მურზას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

კარა-მურზას განაჩენი დაგმეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ, ასევე – გაერომ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

დღეს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.

კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, ასევე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.

კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.

კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

კარა-მურზას განაჩენი დაგმეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ, ასევე – გაერომ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S