Accentnews.ge
დანილოვი: რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის – ჩინეთსაც, რადგან იარაღი აკლიათ

დანილოვი: რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის – ჩინეთსაც, რადგან იარაღი აკლიათ

17/04/2023 12:40:25 მსოფლიო

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის – ჩინეთსაც, რადგან იარაღი აკლიათ.

"ახლა ჩვენს ფრონტზე ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას და მსოფლიოს. მაგრამ ჩინეთის გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, ვერ ვიგებთ, რატომ უნდა მიაწოდოს მან იარაღი რუსეთის ფედერაციას. ახლა რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, იარაღი აკლიათ. მაგრამ რუსეთს ესმის, რომ სამხედრო გზით ვერ დაგვამარცხებს, მათ ახლა შიდა დესტაბილიზაციის გეგმა აქვთ. ეს ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტია", -განაცხადა დანილოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S