Accentnews.ge
Amnesty International და გაერო რუსეთის ხელისუფლებას კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

Amnesty International და გაერო რუსეთის ხელისუფლებას კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

17/04/2023 11:45:11 მსოფლიო

Amnesty International-მა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კარა-მურზას განაჩენი დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

"ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, კარა-მურზა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

კარა-მურზას მიმართ გგგამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმაც და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მისი აზრის გამოხატვისა უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკასთან. არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ის“, - აღნიშნულია ვოლკერ ტურკის განცხადებაში.

დღეს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.

კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, ასევე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.

კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.

კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S