Accentnews.ge
გერმანია გმობს კარა-მურზას განაჩენს და რუსეთს, მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი

გერმანია გმობს კარა-მურზას განაჩენს და რუსეთს, მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი

17/04/2023 11:37:07 მსოფლიო

გერმანია გმობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კარა-მურზას განაჩენს და რუსეთს, მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი. შესაბამისი განცხადება გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ანდრეა სასემ გააკეთა.

”ეს განაჩენი მიზნად ისახავს ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩახშობას. გერმანია როგორც კარა-მურზა, ისე უსამართლოდ დაკავებული სხვა პოლიტპატიმრენბის დაკავებას მოითხოვს", - განაცხადა მან.

დღეს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.

კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, ასევე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.

კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S