უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა
17/04/2023 10:22:42 მსოფლიო
უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა, – იუწყება კომპანია „უკრენერგო“.
მისი ცნობით, სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დღეიდან დაიწყო. ამასთან, ექსპორტი ასევე გრძელდება პოლონეთსა და მოლდოვაში.
მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო. 12 აპრილს კი, უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი პოლონეთში განაახლა.


