Accentnews.ge
რუსეთმა ინდოეთს წამლები, ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები კიდევ ერთხელ სთხოვა

რუსეთმა ინდოეთს წამლები, ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები კიდევ ერთხელ სთხოვა

17/04/2023 10:09:10 მსოფლიო

რუსეთი არ ეშვება ვაჭრობის გაფართოების მცდელობებს ინდოეთთან, რომელიც დასავლური ემბარგოს ფონზე რუსული ნავთობის უმსხვილეს შემძენად იქცა, თუმცა რუსეთში ნებისმიერი სახის საქონლის მიწოდებების გაზრდაზე უარს აცხადებს.

დღეს ინდოეთს რუსი ჩინოსნების დელეგაცია ეწვია მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ დენის მანტუროვის ხელმძღვანეობით, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა უმსხვილესი ინდური კომპანიების ტოპ-მენეჯერებთან.

რუსეთი დაინტერესებულია ინდოეთში საქონლის ფართო ნომენკლატურის შეძენით და მზადაა, ინდურ მხარეს საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს, - განაცხადა მანტუროვმა.

მოთხოვნილ საქონელს შორისაა ფარმაცევტული პროდუქცია (რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ ადგილობრივ აფთიაქებში 2,4 ათასი დასახელების მედიკამენტები გაქრა), საგზაო ტექნიკა და მისი სათადარიგო ნაწილები, ასევე ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.

2023 წლის დასაწყისიდან ინდოეთი რუსეთიდან ყოველთვიურად 4-5 მლრდ დოლარის ღირებულების საქონლის, უპირველესად ნავთობის (დღეში 1,6 მლნ ბარელის) იმპორტს ახორციელებს, თუმცა ექსპორტის საპასუხო ნაკადი ამ დრომდე არ ჩანს, რის შედეგადაც გიგანტური სავაჭრო დისბალანსი წარმოიშვა და ამასთანავე, ფერხდება ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა: ნავთობის საფასურად ინდოეთიდან მიღებული რუპიები უბრალოდ გამოუყენებელი რჩება.

"ვაჭრობაში დოლარზე უარის თქმა შესაძლებლობას მოგვცემს, სავალუტო რისკები და ზარალი მინიმუმამდე შევამციროთ. რუსეთის მთავრობა კვლავ გთავაზობთ ეროვნული ვალუტებისა და მეგობრული ქვეყნების ვალუტების ფართო გამოყენებას" - მიმართა ინდოელ ბიზნესმენებს მანტუროვმა.

ცნობისთვის: რუსული სამთავრობო დელეგაცია ანალოგიური წინადადებებით ინდოეთს ბოლო პერიოდში უკვე ორჯერ სტუმრობდა (გასული წლის ნოემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში), თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S