Accentnews.ge
დანილოვი – დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს

დანილოვი – დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს

17/04/2023 09:12:22 მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩინური წარმოების იარაღის გამოყენება ჯერ–ჯერობით არ შეუნიშნავთ. ამის შესახებ დანილოვმა ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს. აქ რომ გამოჩნდნენ... გახსოვთ, როცა ირანული დრონები გამოჩნდა, ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. მეტიც, ნაწილებად დავშალეთ და ოფიციალურად მივმართეთ იმ ქვეყნებსაც, რომელთა წარმოების კომპონენტებიც იყო გამოყენებული. ჩვენ ახლა ფრონტზე ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას და მსოფლიოს. მაგრამ ჩინეთის წინაშე არსებული გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, დღეს ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა მიაწოდოს მან იარაღი რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა დანილოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S