სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის თვითმფრინავები გადასცა
17/04/2023 08:05:20 მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 13 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2023 წლის მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა და პირველი ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას მარტშივე გადასცა.


