ირანის სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით 10 სამხედროს პატიმრობა მიუსაჯა
17/04/2023 07:59:34 მსოფლიო
ირანის სამხედრო სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილე შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა, - იუწყება ირანული მედია.
მისი ინფორმაციით, მეთაურს ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ყველაზე მძიმე სასჯელი – თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. დანარჩენ ცხრა სამხედრო მოსამსახურეს კი თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ირანის ხელისუფლებას არცერთი მსჯავრდებულის ვინაობა არ გააუსაჯაროვებია.
2020 წლის 8 იანვარს, ირანულმა ძალებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თეირანიდან კიევისკენ მიემართებოდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების უმეტესობა ირანისა და კანადის მოქალაქე იყო.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში ირანმა აღიარა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დანაყოფმა თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო. როგორც დასავლური მედია იუწყება შემთხვევის ფონი იყო გაზრდილი დაძაბულობა აშშ-სთან, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით IRGC-ის წამყვანი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.


