Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნაღმზე 750 მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა, მათგან ყოველი მე-7  ბავშვი იყო

ბრიტანული დაზვერვა – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნაღმზე 750 მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა, მათგან ყოველი მე-7  ბავშვი იყო

17/04/2023 07:50:19 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმებთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი.

ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნაღმზე 750 მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა, მათგან ყოველი მე-7 ბავშვი იყო.

უწყების ცნობით, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო მოქალაქეთა ნაღმზე აფეთქების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინის ტერიტირიის ნაღმებისგან გაწმენდას, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S