Accentnews.ge
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

17/04/2023 07:47:10 მსოფლიო

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს, – იუწყება კორეული გამოცემა Yonhap.

გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S