Accentnews.ge
გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა"

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა"

17/04/2023 07:40:14 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი „ჩონჩხად გადაიქცა“.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი ვერ იღებს.

„ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს. პრობლემა ისაა, რომ საკვებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იწოვს ორგანიზმი“,- განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზეც ისაუბრა.

„იქ ასე არის მითითებული, რომ გონივრულ ვადაში მოხდეს, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, არ ვიცი მართალი გითხრათ. ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება. საუბარია იმაზე, რომ შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს“, - განაცხადა ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S