Accentnews.ge
ყაზახეთში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

17/04/2023 06:25:53 მსოფლიო

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S