ირანმა უცხოური გემი დააკავა
17/04/2023 06:21:00 მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) დააკავა უცხოური ხომალდი, რომელსაც სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავი გადაჰქონდა, - იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim.
მისი ცნობით, ხომალდის ეკიპაჟი დაკავებულია.
სააგენტო არ აკონკრეტებს დეტალებს ხომალდზე, რომელიც, როგორც იუწყებიან, 1.45 მილიონ ლიტრამდე მოცულობის საწვავით იყო დატვირთული.
ამასთან, Tasnim არ ავრცელებს ცნობას, სახელმწიფოს შესახებ, სადაც ხომალდი რეგისტრაციაშია გატარებული.


