ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია და საფრანგეთი ბირთვული საწვავის ალიანსს ქმნიან
17/04/2023 05:41:10 მსოფლიო
ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია და საფრანგეთი ქმნიან ბირთვული საწვავის ალიანსს, რომელმაც მიწოდების საერთო ქსელები უნდა განავითაროს ბირთვული საწვავისთვის.
შესაბამისი განცხადება "დიდი შვიდეულის" სამიტზე გაკეთდა.
ხსენებული ხუთი ქვეყანა აცხადებს, რომ გამოიყენებს სამოქალაქო მიზნებისთვის მოქმედ ბირთვული ენერგიის სექტორს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხაროს რუსეთის ძალაუფლებას მიწოდების ქსელებზე - რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წაართმევს მნიშვნელოვან წყაროს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებისთვის.


