Accentnews.ge
ევროკომისია – უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერების თაობაზე პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება მიუღებელია

ევროკომისია – უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერების თაობაზე პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება მიუღებელია

17/04/2023 05:33:00 მსოფლიო

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინული ხორბლის იმპორტის დროებითი შეჩერების თაობაზე პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება მიუღებელია.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია“:

„ასეთ რთულ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა.

თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა ფერმერების დასაცავად ემოქმედა.

ვარშავამ განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.

პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ვალდემარ ბუდამ აღნიშნა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებას გამართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანზიტო საქონელი პოლონეთში არ დარჩება.

კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს.

ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S