Accentnews.ge
რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

17/04/2023 05:24:42 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრ ლი შანფუს მოსკოვში უმასპინძლა.

კრემლის ინფორმაციით, მხარებმა, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკიტხი განიხილეს.

„ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების ექსკლუზიურად სანდო, სტრატეგიულ ხასიათს, ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლში გამართულ შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც დაესწრო.

გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიიღო.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი ჩინეთთან კავშირებს აღმავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S