Accentnews.ge
ბერბოკი - „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ იგი მიზნებს ვერ მიაღწევს

ბერბოკი - „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ იგი მიზნებს ვერ მიაღწევს

17/04/2023 05:21:02 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ იგი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში.

„შარშან „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას. ახლა საუბარია იმაზე, რომ ვაჩვენოთ პუტინს ჩვენი სიმტკიცე, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ჩვენ, „დიდი შვიდეული“, ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, ვიცავთ საერთაშორისო წესრიგს“, - აღნიშნა ბერბოკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S