კანადა უკრაინას ჩამორთმეულ რუსულ ქონებას გადასცემს
17/04/2023 05:16:30 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, კანადა კიევს ჩამორთმეულ რუსულ ქონებას გადასცემს.
კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად", - აცხადებს შმიგალი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.


