Accentnews.ge
„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს

„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს

14/04/2023 19:40:11 მსოფლიო

„ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

„[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია. რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, - აცხადებს პრიგოჟინი.

„ვაგნერის“ ლიდერი ასევე წერს, რომ რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე გვაქვს”, გამაგრება დარჩენია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S